ზაზა ფაჩულია საქართველოში NBA-ის თასით ჩამოვიდა.
საქართველოს ნაკრების კაპიტანს და Golden State Warriors-ის კალათბურთელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გულშემატკივრები დახვდნენ და გამარჯვება მიულოცეს. როგორც ქართველმა კალათბურთელმა ჟურნალისტებს განუცხადა, მისთვის ძალიან საამაყოა ამ თასით საქართველოში ჩამოსვლა.
”ამ დღეს დიდი ხანი ველოდი. ველოდი იმ მომენტის მერე, რაც დამსახურებულად გავიმარჯვეთ. სულ სხვა გრძნობა და ემოციაა, როცა შენს ხალხს უზიარებ ამ სიხარულს და ემოციას. ძალიან ბედნიერი ვარ ამ დღით და ბედნიერი ვარ, რომ ეს ბედნიერი დღე გამითენდა. ეს თასი, როგორც შეგპირდით, რამდენიმე დღე საქართველოში იქნება, ის საქართველოსია, ყველა თქვენგანისაა და შეუძლია ყველამ იამაყოს მისით. ამ ტიტულს ჩვენ ვერავინ ვერასდროს წაგვართმევს მთელი ცხოვრების განმავლობაში”, - განაცხადა ფაჩულიამ.
ზაზა ფაჩულიას ერთ-ერთი მასპინძელი „თიბისი ბანკია“. ქართველი კალათბურთელი პროექტების „სტარტაპერის“ და „ბიზნესდაჯილდოების“ მონაწილეებს შეხვდება და მათ საკუთარი წარმატების ისტორიას გაუზიარებს.