4 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.3910 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.3928 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.18 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.8393 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8333 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.60 თეთრი შეადგინა.
გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.6765 ლარს შეადგენს, ხოლო გაუფასურდა ფუნტი და 3.1432 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 5 აგვისტოდან შევა ძალაში.