პარი სენ-ჟერმენმა ნეიმართან კონტრაქტი ოფიციალურად გააფორმა. ამის შესახებ გამოცემა rmcsport იტყობინება. მანამდე ბრაზილიელმა ფორვარდმა "ბარსელონასგან" საკუთარი კონტრაქტი 222 მილიონ ევროდ გამოისყიდა, რათა "პსჟ"-ს უეფას ფინანსური კანონმდებლობა არ დაერღვია. ნეიმარმა ფრანგულ კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი დადო. მისი ყოველწლიული ხელფასი 30 მილიონი ევრო იქნება.