ვიზიარებ ოპოზიციის პასუხისმგებლობას სახელმწიფოს მართვაში, მაგრამ ოპოზიციასაც უნდა ჰქონდეს უფლებები, _ ამის შესახებ "მემარჯვენეების" ერთ-ერთმა ლიდერმა ფიქრია ჩიხრაძემ ეროვნულ ბიბლიოთეკაში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონისა და ლიდერი ქალების შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.
ერთ-ერთი მავარი გზავნილი ჰილარი კლინტონის გამოსვლიდან იყო ის, რომ მან ისაუბრა ხელისუფელბისა და ოპოზიციის თანაბარ პასუხისმგებლბაზე.
"ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია და ვფიქრობ, რომ ოპოზიციის სოლიდური ნაწილი არის ისეთი, რომელიც იზიარებს სწორედ ამ ტიპის პასუხისმგებლობას და ეს პასუხისმგებლობა ძალიან კარგად გამოჩნდა სწორედ მაშინ, როცა საქართველოს ყველაზე მეტად უჭირდა. ეს იყო რუსული აგრესიის პირობებში. ძალიან მინდოდა გამოვხმაურებოდი მის ამ პასაჟს და მეთქვა იმის თაობაზე, რომ სრულიად ვიზიარებ ოპოზიციის პასუხისმგებლობას სახელმწიფოს მართვაში, მაგრამ ოპოზიციასაც უნდა ჰქონდეს ის უფლებები, რომელიც სამწუხაროდ საქართველოში არ არის ოპოზიციისთვის გარანტირებული, იგივე დაფინანსების პრობლემა. ვგულისხმობ ამ შემთხვევაში, ბიზნესსექტორისაგან დაფინანსებას, მედიის ხელმისაწვდომობა და ა.შ.
ოპოზიციის თანაბარ მონაწილეობაზე და პასუხისმგებლობის განაწილებაზე დავანხმებოდი მის მოსაზრებას და სწორედ ასე ვფიქრობთ ჩვენ, მაგრამ ძალიან ბევრი რამ სჭირდბა ოპოზიციას იმისათვის, რომ თანაბრად იგრძნოს თავი ხელისუფლებასთან დღევანდელ საქართველოში და სამწუხაროდ, ასეთი რამ ჯერჯერობით არ არის მიღწეული და ჩანასახშიც კი არ არის", _ განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.