გადაყვანილი მგზავრთნაკადის მიხედვით ირლანდიური „ლოუკოსტერი“ Ryanair-ი ევროპაში ნომერ პირველი ავიაკომპანიაა.
Ryanair-ის პრესსამსახურის ინფორმაცით, ივლისში ავიაკომპანიის მგზავრთნაკადი 11%-ით, 12,6 მლნ მგზავრამდე გაიზარდა.
საანგარიშო პერიოდში ავიაკომპანიის დატვირთულობის კოეფიციენტი გაიზარდა 1%-ით და 97%-ი შეადგინა.
შესაბამისად გასული თვე მგზავრთნაკადის მხრივ Ryanair-სათვის რეკორდული იყო, რადგანაც ის გახდა პირველი ავიაკომპანია, რომელიც ერთ თვეში ევროპაში 12 მლნ მგზავრზე მეტს მოემსახურა.
„1985 წლის შემდეგ, ივლისში ჩვენ მემილიარდე კლიენტის მომსახურება ავღნიშნეთ და ევროკავშირის მასშტაბით გავხდით პირველი ავიაკომპანია, რომელიც 1 მლრდ-ზე მეტ მგზავრს მოემსახურა“, აცხადებენ კომპანიაში.