2017 წლის იანვარ-ივნისში თურქეთში ტურისტების რაოდენობა 14,5%-ით გაიზარდა.
თურქეთის ტურიზმისა და კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წლის პირველ ნახევარში ქვეყანას 12,3 მლნ უცხოელი ტურისტი სტუმრობდა, საიდანაც მხოლოდ ივლისში თურქეთი 3,5 მლნ უცხოელმა ვიზიტორმა მოინახულა. ეს მაჩვენებელი კი 43,1%-ით მეტია 2016 წლის ივლისში თურქეთში დაფიქსირებულ უცხოელი ტურისტების რაოდენობასთან შეადრებით.
2017 წლის ექვსი თვის მონაცემებით, თურქეთში ჩასული უცხოელების მაჩვენებელში ლიდერ პოზიციას რუსეთიდან, გერმანიიდან და საქართველოდან ჩასული ტურისტები იკავებენ.
იანვარ-ივლისის მონაცემებით, თურქეთს ყველაზე მეტი ტურისტი რუსეთიდან ყავდა - 1,7 მლნ ტურისტი. მეორე პოზიციაზეა გერმანია 1,3 მლნ ტურისტით, ხოლო მესამე ადგილს საქართველო იკავებს 1,1 მლნ ტურისტით.
უცხოელი ტურისტებისათვის თურქეთში ყველაზე მონახულებადი „ტოპ-3“ ადგილი კი ასე გამოიყურება: სტამბოლი, ანტალია და ედირნე.