ბათუმის ბულვარში ცნობილი მებაღე-დეკორატორის, იასონ გორდეზიანის საპარკე ქანდაკება დაიდგმება.
ძეგლის ესკიზისა და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაძენად ბათუმის ბულვარმა კონკურსი გამოაცხადა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 4200 (დღგ-ს გარეშე) ლარი გამოიყო. წინადადების მიღების ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 24 აგვისტო, დღის 12:00 საათი. კონკურსში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეუძლია. კონკურსში გამარჯვებული პირი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში წარმოადგინოს საპარკე ქანდაკების პროექტი, რომლის საფუძველზეც გამოცხადდება ელექტრონული ტენდერი. კონკურსის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა ძეგლის ჩამოსხმა-განთავსების მაქსიმალური ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 130 000 ლარს.
ტექნიკურ დავალება:
►ცნობილი მებაღე-დეკორატორის იასონ გორდეზიანის ქანდაკების ესკიზი უნდა იყოს შთამბეჭდავი, ორიგინალური, მიმზიდველი და ადვილად აღქმადი;
► საპარკე ქანდაკების ესკიზი უნდა წარმოადგენდეს სივრცით კომპოზიციას, მასშტაბის თვალსაზრისით არ უნდა იყოს კამერული ხასიათის, აღქმის წერტილები უნდა შეირჩეს განთავსების
ადგილის გეგმარებითი მდგომარეობის გათვალისწინებით, კომპოზიციის შერჩევისას ანგარიში უნდა
გაეწიოს მიმდებარედ არსებულ ტერიტორიას, შენობა-ნაგებობებს და სხვა;
►საპარკე ქანდაკების ესკიზი გადაწყვეტილი უნდა იყოს თავისუფალი დიზაინის, სკულპტურულ- არქიტექტურული სინთეზის საშუალებით. გრაფიკული მასალების შესრულების მანერა თავისუფალი;
► საპარკე ქანდაკების ესკიზი შესაძლებელია შესრულდეს ნებისმიერი სახვითი საშუალებით
(3D ვიზუალიზაცია, ფანქარი, გუაში, შერეული ტექნიკა (სხვადასხვა კომპიუტერულ პროგრამაში
აგებული და სხვა);
►ავტორმა უნდა წარმოადგინოს ესკიზის კომპიუტერული ვერსია.
►წარმოდგენილ საპარკე ქანდაკების ესკიზს უნდა ქონდეს საინფორმაციო ადგილი სადაც
განთავსდება ინფორმაცია იასონ გორდეზიანის მოღვაწეობის შესახებ. (ინფორმაციის ამსახველი
ტექსტის მიწოდება მოხდება შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ);
►საპარკე ქანდაკება ჩამოსხმული უნდა იყოს ბრინჯაოში;
►ქანდაკების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს
130 000 (ას ოცდაათი ათასი) ლარს
►დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული:
https://tenders.procurement.gov.ge/public/?lang=ge