თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფრენის ტერმინალში სარეკონსტრუქციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.“ტავ ჯორჯიას“ ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს დამატებითით 10 სარეგისტრაციო დახლისა და საოფისე ფართების მოწყობა.
სექტემბრიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფრენის ტერმინალი მგზავრებს ჯამში 40 სარეგისტრაციო დახლით მოემსახურება.