დღეს, 5 ივლისს, პირველად საქართველოში ალექსი მაჭავარიანის ოპერა "მედეას" საკონცერტო შესრულების პრემიერა გაიმართება.
"მედეა" ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით აჟღერდება.
წარმოდგენის ხელმძღვანელი და დამდგმელი დირიჟორია ალექსი მაჭავარიანის ვაჟი - ცნობილი დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანი. ქორმაისტერი - არჩილ უშვერიძე, ქორეოგრაფი ნუკრი მაღალაშვილი
მონაწილეობენ ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტები - ნიკოლოზ ლაგვილავა (აიეტი, კრეონტი), ანზორ ხიდაშელი (იაზონი), გოჩა დათუსანი (არგოსი), სახელმწიფო კაპელას მომღერალი ქეთევან ხომერიკი (მედეა); ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი და ნიკო სულხანიშვილის სახელობის საქართველოს ეროვნული კაპელა.
მაყურებელს წარმოდგენის ნახვა 7 ივლისსაც შეეძლება