გასული წლის კრიზისის შემდეგ, თურქეთში ტურიზმიდან შემოსავლების ზრდა ფიქსირდება. თურქული მედიის ინფორმაციით, 2017 წლის მეორე კვარტალში ქვეყანამ ტურიზმიდან 8,7%-ით მეტი შემოსავალი მიიღო, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში. სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, 2017 წლის მეორე კვარტალში თურქეთმა ტურიზმიდან 5 მლრდ 413 მლნ 48 ათასი დოლარი მიიღო.
TÜİK-ის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში ტურიზმიდან დაფიქსირებული შემოსავლებიდან 81,3%-ი უცხოელ ტურისტებზე მოდის, ხოლო 18,7%-ი ადგილობრივი ტურიტებიდან შესული შემოსულობებია.
სტატისტიკური ინფორმაციით, მეორე კვარტალში თურქეთში ტურისტების რაოდენობა 18,3%-ით გაიზარდა და 8 863 391 ტურისტი შეადგინა.
.