ინგლისური სანდერლენდის ნახევარმცველმა დარონ გიბსონს შოტლანდიურ სელტიკთან დამარცხების შემდეგ საკუთარი კლუბი შემოელანძღა. გულშემატკივრებთან საუბრისას ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ნახევარმცველმა სანდერლენდი უცენზურო სიტყვებით მოიხსენია. სეზონი სანდერლენდმა კატასტროფული შედეგით დაასრულა და პრემიერლიგიდან მეორე დივიზიონში გადაინაცვლა.