ქუვეითი შეუერთდა არაბეთის გაერთიანებულ საემირატოებს და ნავთობის წარმოების შემცირების მოცულობის გაზრდის პირობა დადო.
Kuwait Petroleum Corp. დაეთანხმა აშშ-დან დამკვეთებს, შეამციროს 2017 წელს ნავთობის გაყიდვების კონკრეტული მოცულობა, განაცხადეს კომპანიაში მას შემდეგ, რაც არაბეთის გაერთიანებული საემირატოების ენერგეტიკის მინისტრმა სუხაილ ალ-მაზრუიმ განაცხადა, რომ ნაციონალური ნავთობკომპანია აბუ-დაბი შეამცირებს სექტემბრიდან ნავთობის მიწოდებას მურბანში, დასში და ზემო ზაკუმში 10 %-ით.
სპარსეთის ყურის არაბეთის ორივე ქვეყნის ქმედება მოყვა საუდის არაბეთის ენერგეტიკისა და მრეწველობის მინისტრის ხალიდ ალ-ფალიხის კრიტიკას ოპეკის წვერი ქვეყნების მიმართ, რომლებმაც სრული მოცულობით არ შეასრულეს ნავთობის მიწოდების შემცირება.
საერთაშორისო ენერგეტიკუს სააგენტოს მონაცემებით, ქუვეითმა შეასრულა შეთანხმება 98%-ით (შემცირება 131 ათასი ბარელით დღეში). ხოლო არაბეთის გაერთიანებულმა საემირატოებმა შეთანხმება მხოლოდ 54%-ით შეასრულეს (შემცირება საშუალოდ 139 ათასი ბარელით/დღეში).