დღეს, 4 ივლისს, 22:00 საათზე, თიბისი ბანკში ლიტერატურულ კონკურს "საბას" მერვე დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება. კონკურის ნომინანტები მიიჩნევენ, რომ "საბა" ლიტერატურულ პროცესების განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
"საბას" ერთ-ერთი კონკურსანტის, ბელა ჩეკურიშვილის განცხადებით, ასეთი კონკურსები საქართველოში ლიტერატურულ პროცესების განვითარებას ძალიან წაადგება.
"საბას" ტიპის კონკურსები საქართველოში ლიტერატურულ პროცესების განვითარებას ძალიან წაადგება. ასეთი კონკურსი კარგია, როგორც ღვაწლმოსილი, ასევე ახალგაზრდა მწერლების შემოქმედებითი განვითარებისთვის. ამიტომ "საბას" ლიტერატურული კონკურსის დამფუძნებლებს მადლობა უნდა გადავუხადოთ", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" "საბას" კონკურსანტმა ბელა ჩეკურიშვილმა.
"საბას" კონკურსანტის, ირმა ტაველიძის განცახდებით, ასეთი კონკურსი საქართველოში ლიტერატურის განვითარების კუთხით პოზიტიური მოვლენაა.
"კონკურსი "საბა" საქართველოში ლიტერატურის განვითარების კუთხით პოზიტიური მოვლენაა. ზოგადად, შემიძლია ვთქვა, რომ მსგავსი ტიპის კონკურისის ჩატარებას მივესალმები", - "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში აღნიშნა "საბას" კონკურსანტმა ირმა ტაველიძემ.
კონკურსანტ დიანა ანფიმიადის შეფასებით, ლიტერატურულმა კონკურსმა "საბამ" საქართველოში ლიტერატურული პროცესების განვითარების მიმართულებით დამატებით განსაკუთრებული დატვირთვა შეიძინა, რადგან სხვა ასეთი პრესტიჟული კონკურსი არ არსებობს.
"საბა" კარგია იმიტომ, რომ აშუქებს საქართველოში მიმდინარე ლიტერატურულ პროცესებს - რა დაიწერა, რა გამოიცა და ასე შემდეგ", - განაცხადა ანფიმიადიმ.
კონკურსანტ ქეთი ნინიძის შეფასებით, "საბა" ძალიან მნიშვნელოვანი კონკურისა, რადგან სხვა ლიტერატურულ კონკურსებთან შედარებით უკვე დიდი ხანი არსებობს და, შესაბამისად, გამოცდილებაც მეტი აქვს.
"ამასთან, ყოველთვის ძალიან კვალიფიციური ჟიური მუშაობს და ყოველთვის ხარისხიანი პროდუქცია იმარჯვებს", - აღნიშნა ნინიძემ.