ბათუმში ე.წ. ჭაობის დასახლებაში მარუხის ქუჩისა და I და II შესახვევების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულ ქუჩაზე გზის საფარი მოწყობილია გასული საუკუნის 80-იან წლებში. პროექტის ფარგლებში განხორციელდება სანიაღვრე სისტემების მონტაჟი, 2 ფენა ასფალტის საფარისა და ფერადი დეკორატიული ფილების დაგება. სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა ტროტუარები და ბორდიურები. დაიდგმება საგზაო ნიშნები და დაიხაზება ზებრა გადასასვლელები. იმისთვის, რომ მომავალში ინფრასტრუქტურის განვითარებისას არ მოხდეს ახლად დაგებული გზის საფარის გაჭრა-დაზიანება, პროექტი ითვალისწინებს გზაჯვარედინებზე, ოთხივე კუთხეში, საკომუნიკაციო ჭების მოწყობას. პროექტის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია ქობულეთის ქუჩის, ქობულეთის ჩიხის, ლომონოსოვისა და ქედის ქუჩების რეაბილიტაცია. სამუშაოები 2018 წლის 1 მაისამდე დასრულდება.
კეთილმოწყობის სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,დაგი“ ასრულებს.
სამუშაოების ღირებულება 2 მილიონ 293 ათასი ლარს შეადგენს.