საფეხბურთო კლუბმა „ჩელსიმ“ ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია ალვარო მორატას ტრანსფერის შესახებ. 24 წლის ფორვარდს 5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმეს. ბრიტანული მედიის ცნობით, „ჩელსიმ“ „რეალს“ თავდამსხმელში 80 მილიონი ევრო გადაუხადა. „რეალის“ მაისურით მორატამ 43 შეხვედრა ჩაატარა და 20 გოლი გაიტანა.