2017 წლის 21 ივლისს 13:00 საათზე თბილისის ზღვაზე სტარტს აიღებს თბილისის ღია პირველობა აფროსნობაში.
ტურნირი 21-23 ივლისს თბილისის აფროსანთა კავშირის ორგანიზებითა და ქალაქ თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით ტარდება.
შეჯიბრი ოპტიმისტის საერთაშორისო, თოფ-ქეთ კ2 საერთაშორისო და ლაზერის ოლიმპიურ კლასებში ეწყობა, სადაც მოზარდ სპორტსმენებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ გამოცდილი აფროსნები როგორც თბილისიდან, ასევე რეგიონებიდან.
3 დღიანი შეჯიბრი თბილისის საიალქნო კლუბის ბაზაზე (თემქის სანაპიროს ტერიტორიაზე) გაიმართება.