ტურისტები ახლო აღმოსავლეთიდან თურქეთის ტურიზმის ინდუსტრიასთან ერთად თურქეთის კოსმეტიკური საშუალებების მწარმოებელ კომპანიებსაც „აბედნიერებენ“.
თურქეთის კოსმეტიკური საშუალებების ინდუსტრია არაბული ქვეყნების კლიენტების ბუმს განიცდის. არაბული ქვეყნებიდან ქალები კოსმეტიკურ საშუალებებში 2-3-ჯერ მეტს ხარჯავენ, ვიდრე საშუალოდ კოსმეტიკური საშუალებების მოყვარული ქალები. თურქეთის სტატისტიკა აჩვენებს, რომ ახლო აღმოსავლეთიდან ქალების დანახარჯი კოსმეტიკურ საშუალებებებში მინიმუმ 20 ათას ლირაა.
სპეციალურად მათთვის თურქეთში უკვე კარგად მუშაობს და საკმაოდ გაყიდვადია „კოსმეტიკური ტურები“, რომლის ფარგლებშიც ქალები სხვადასხვა საწარმოებში და საფირმო მაღაზიებში (Sephora, Gratis, M.A.C, Eyüp Sabri Tuncer, Flormar და Golden Rose) დაყავს და ისინი ადგილზევე იძენენ სხვადასხვა კოსმეტიკურ საშუალებებს.
ბოლო პერიოდში არაბი ქალები უპირატესობას ახალი თურქულ პარფიუმერულ ხაზს Eau de Cologne-ს ანიჭებენ.