ჯანო ანანიძის სპარტაკი რუსეთის სუპერთასის გამარჯვებული გახდა. მოსკოვურ დერბიში სპარტაკმა ლოკომოტივი 2:1 დაამარცხა. შეხვედრის ძირითად დროში ანგარიში არ გახსნილა. დამატებით დროში 101 წუთზე ლოკომოტივის კარში ლუის ადრიანომ შეაგდო, 3 წუთში ქვინსი პრომესმა ანგარიში 2-მდე გაზარდა. 116 წუთზე კი ერთი გოლი მანუელ ფერნანდეშმა გაქვითა.