აზერბაიჯანის ნაციონალურმა ავიახაზებმა AZAL-მა ბრენდ AZALJET-ის ლიკვიდაციის შესახებ განაცხადა.
როგორც AZAL-ის ხელმძღვანელი პაშა კესამანსკი აცხადებს, ბრენდის ლიკვიდაცია „ლოუკოსტერ“Buta Airways-ის შექმნას უკავშირდება, რომლის ავიაბილეთების რეალიზაციაც უკვე დაწყებულია.
„დღევანდელი დღისთვის AZALJET-ის რეისებზე ავიაბილეთების გაყიდვები უკვე შეჩერებულია, სანაცვლოდ დაწყებულია Buta Airways-ის ბილეთების გაყიდვა. თუმცა ცვლილებები არ შეეხებათ იმ მგზავრებს, ვინაც AZALJET-ის ბილეთები უკვე იყიდეს. მათ ამ ბილეთების გამოყენება დანიშნულებისამებრ შეეძლებათ“, აღნიშნა AZAL-ის ხელმძღვანელმა.