ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პროკურატურამ რუსეთის პროკურატურას საქართველოს იმ მოქალაქეების ნუსხა გადასცა, რომლებსაც რეგიონში 2008 წელს „სამხედრო დანაშაულის ჩადენაში“ ადანაშაულებს.
ნუსხაში, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და სამხედრო მოსამსახურეები არიან. სიაში სულ 76 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაცია ТАСС-ს სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ვიზიტისას გააცნო.
„სამხრეთ ოსეთის გენპროკურატურამ რუსეთის გენერალურ პროკურატურას გადასცა ადამიანთა ნუსხა, საერთაშორისო ძებნის გამოსაცხადებლად. მასში მიხეილ სააკაშვილი და სხვა სამხედრო პირებიც მოხვდნენ, რომლებიც ადამიანთა მკვლელობაშ არიან ეჭვმიტანილნი“, - განაცხადა ბიბილოვმა.