ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ახალი სასწავლო წლისთვის მზადება დაიწყო. საზოგადოებრივის ინფორმაციით, ე.წ. საგანგებო სხდომა დეფაქტო პრემიერთან გაიმართა.
განათლების ე.წ. უწყების წარმომადგენლის ელისო გაგლოევას განცხადებით, ახალი სასწავლო წლისთვის, პირველ კლასში შემსვლელთა რაოდენობა 798 ბავშვია.
„ზნაურის რაიონში პირველ კლასში 37 ბავშვი შევა, ჯავის რაიონში 60 ცხინვალის რაიონში 28, ახალგორში - 35“, - განაცხადა ელისო გაგლოევამ.
თუმცა, მისი განმარტებით, ზოგიერთი სოფლის სკოლაში ახალ სასწავლო წლისთვის პირველკლასელები აღარ არიან.
დეფაქტო განათლების უწყების წარმომადგენლის განცხადებით, მიმდინარე წელს ახალგორში რუსული ენის გააძლიერებული სწავლებაც იწყება.