კონფედერაციის თასის ტურნირის საუკეთესო გოლად ფიფამ მარკ ფაბიანის მიერ გერმანიის ნაკრების კარში გატანილი გოლი აღიარა. შორეული დარტყმით მექსიკელმა მარკ-ანდრე ტერ შტეგენის კარში 89-ე წუთზე შეაგდო. საუკეთესო გოლების ხუთეულში მოხვდა რაულ ჰიმენესის, ანდრე სილვას, კარემ დემირბაისა და ანდრე-ფრანკ ზამბოს გოლებიც.