უეინ რუნის ევერტონში დაბრუნება ახარებს. „კლუბთან ერთად ტიტულების მოსაპლოვებლად ვიბრძოლებ. ვფიქრობ, ევერტონი სწორ გზაზე დგას და ახალ ფეხბურთელებს სწორად არჩევს. მიხარია მშობლიურ კლუბში დაბუნება. ყოველთვის ვამბობდი, რომ თუ ოდესმე მანჩესტერ იუნაიტედს დავტოვებდი, ევერტონში დავბრუნდებოდი. როდესაც შევიტყვე, რომ კლუბი ჩემით იყო დაინტერესებული, ჩემს აგენტს ვთხოვე, ევერტონის ხელმძღვანელობას შეხვედროდა,“-განაცხადა რუნიმ, რომელიც მანჩესტერში გადასვლამდე ევერტონის შემადგენლობაში გამოდიოდა. ფეხბურთელმა მანჩესტერის რიგებში 13 წელი გაატარა.