კრასნოდარის კუბანის სარაგბო კლუბის მთავარ მწვრთნელს, ალექსანდრ ალექსეენკოს სტადიოზნე მეხი დაეცა. ინციდენტი ნოვოკუზნეცკის მეტალურგთან შეხვედრისას მოხდა. ალექსეენკომ მცირე ტრავმა მიიღო. ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია. მატჩი კუბანის გამარჯვებით, 38:12 დასრულდა.