"ევროპულმა საქართველომ" ქალთა ორგანიზაცია დააფუძნა. თავმჯდომარედ ხათუნა გოგორიშვილი აირჩიეს. ორგანიზაციის მიზანია ქართულ პოლიტიკაში ქალთა როლის გაძლიერება.
"ჩემი მერობა უნდა იყოს მაგალითი, რომ არ არსებობს კარი, რომელსაც ქალები ვერ შევაღებთ, არ არსებობს სირთულე, რომელსაც ქალები ვერ გადავლახავთ, არ არსებობს საქმე, რომელსაც ქალები ვერ მოვერევით, არ არსებობს მწვერვალი, რომელსაც ქალები ვერ დავიპყრობთ", - განაცხადა მერობის კანდიდატმა, ელენე ხოშტარიამ.
"ევროპული საქართველოს" თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ ზუგდიდის მერობის კანდიდატად ლელა ქებურია დაასახელა.