საფეხბურთო კლუბ მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილი ფეხბურთელი ფილიპ მალრაინი რომის კათოლიკური ეკლესიის მოძღვარი გახდა. მოძღვრად ის არქიეპისკოპოსმა იოზეფ ავგუსტინ დი ნოიამ აკურთხა. მანამდე ყოფილი ფეხბურთელი დიაკვნად მსახურობდა. მალრაინის საფეხბურთო დებიუტი 1997 წელს შედგა. ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებში მას 27 თამაში აქვს ჩატარებული.