„ნაციონალურმა მოძრაობამ“ აფხაზეთის რეგიონალურ ორგანიზაცია დააფუძნა.
ორგანიზაციის მთავარი მიზანი დევნილთა უფლებებზე მუშაობა, დევნილების უფლებების დაცვა და ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლა იქნება.
ორგანიზაციის სადამფუძნებლო კონფერენციაზე, ორგანიზაციის თავმჯდომარედ ბესო შენგელია დასახელდა. დღესვე დაფუძნდა ორგანიზაციის პოლიტსაბჭო.
კონფერენციას პარტიის რეგიონული წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ სიტყვით ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმაც მიმართა, რომელიც კონფერენციაზე სკაიპის საშუალებით ჩაერთო.