საპატრიარქო საოკუპაციო ხაზის გადმოწევაზე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"ცნობამ აღაშფოთა საქართველოს მოსახლეობა. სამწუხაროდ, უკვე არაერთხელ გავხდით მოწმე მსგავსი ქმედებისა. ვინაიდან ჩვენის მხრიდან ძალისმიერი წინააღმდეგობის გაწევა შეიძლება დიდი პროვოკაციის მიზეზად იქცეს, აუცილებელია საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ძალისხმევის გააქტიურება, რომ პროცესი შეჩერდეს და გამოსწორდეს. შევთხოვთ ღმერთს, დაიცვას ჩვენი ქვეყანა და აღუდგინოს მას თავისი საზღვრები", - ნათქვამია განცხადებაში
რუსმა ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ბერშუეთსა და სობისში ე. წ. საზღვარი გადმოწიეს.