ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში, ძარწემის პოლიგონზე, რუსული სამხედრო ბაზის სამხედრო მზადყოფნა შეამოწმეს.
რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის შტაბის განცხადებით, წვრთნების მიზანია საჯარისო ნაწილების მომზადება ბრძოლის ველზე გადაადგილებაში, სამხედრო მანქანების შენიღბვას, დანაღმულ-ფეთქებადი ბარიერების გადალახვასა და პოზიციების გამაგრებაში.
სწავლებაში მონაწილეობა 2000-მა ჯარისკაცმა მიიღო, გამოყენებული იყო ათას ერთეულზე მეტი სამხედრო იარაღი და ტექნიკა.