მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგანს, რუმინელ ილიე ნასტასეს უიმბლდონზე შესვლა აუკრძალეს. ამის მიზეზი რუმინეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელის მიერ აპრილში ჩატარებული პრესკონფერენცია გახდა. ნასტასემ კომენტარი სერენა უილიამსის ფეხმძიმობაზე გააკეთა. „საინტერესოა, რა ფერის იქნება ბავშვი? ალბათ, რძიანი შოკოლადის,“-განაცხადა რუმინელთა თავკაცმა, რის გამოც მას რასიზმში დასდეს ბრალი.