რუსმა დანილ მედვედევმა იუმბლდონის ტურნირის პირველ წრეში მსოფლიოს მესამე ჩოგანი დაამარცხა. სტენ ვავრინკას მან ოთხ სეტში 6:4, 3:6, 6:4, 6:1 მოუგო. შეხვედრა 2 საათსა და 12 წუთს გაგრძელდა. მედვედევი ATP-ს რეიტინგში 49-ე ადგილს იკავებს. უიმბლდონის ტურნირი ლონდონში 15 ივლისს დასრულდება. ტურნირის საპრიზო ფონდი 41 მილიონ დოლარს შეადგენს.