ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბ “ჩელსის“ კაპიტანი ჯონ ტერი კარიერას "ასტონ ვილაში“ გააგრძელებს. ამის შესახებ კლუბის მეპატრონე ტონი სია სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. „ჯონ, კეთილი იყოს შენი მობრძანება ბირნინგემის ასტონ ვილაში. ოფიციალურ განცხადებას უახლოეს ხანებში გავაკეთებთ,“-აცხადებს სია.