კონფედერაციის თასის ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად გერმანიის ეროვნული ნაკრების კაპიტანი იულიან დრაკსლერი დაასახელეს. ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი ასევე გერმანელი ტიმო ვერნერი გახდა. საუკეთესო მეკარის ტიტული კი წილად ჩილელ მეკარეს, კლაუდიო ბრუნოს ხვდა, რომელმაც პორტუგალიასთან მატჩში 3 პენალტი ზედიზედ მოიგერია. ტურნირის გამარჯვებული გერმანია გახდა.