რუსეთის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში დაპირისპირება გამწვავდა. ამის შესახებ გამოცემა Советский спорт წერს. გავრცელებული ინფორმაციით, გუნდის მთავარ მწვრთნელთან რამდენიმე ფეხბურთელს მწვავე კონფლიქტი აქვს. ეროვნული ნაკრებიდან წასვლას აპირებს გუნდის გოლკიპერი იგორ აკინფეევიც. ფეხბურთელები თვლიან, რომ ჩერჩესოვი გუნდს ავტორიტარული მეთოდებით მართავს.