პორტუგალიის ეროვნულმა ნაკრებმა კონფედერაციის თასზე მესამე ადგილისთვის ბრძოლაში მექსიკა დაამარცხა. სპარტაკის მოედანზე პორტუგალიელებმა მექსიკელებს 2:1 მოუგეს. ანგარიში შეხვედრის 54-ე წუთზე ანდრე სილვამ გახსნა. 54-ე წუთზე ლუიშ ნეტუმ ავტოგოლი გაიტანა. დამატებულ დროში კი მექსიკელთა კარში პეპემ შეაგდო. პორტუგალიელებს ვერ დაეხმარა გუნდის ლიდერი კრიშტიანო რონალდო, რომელმაც ახლადშეძენილი ტყუპების გამო ტურნირი ნაადრევად დატოვა.