საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, 3-6 ივლისს სტრასბურგს ეწვევა.
ირაკლი კობახიძე შეხვედრებს ევროპის საბჭოსა და ევროპარლამენტში გამართავს და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს, ვოიცეხ სავიცკის შეხვდება.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დელეგაციის წევრებთან ერთად, ევროკავშირი-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის დაარსებისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრება.
ამასთანავე, დაგეგმილია შეხვედრა ევროპარლამენტის სოციალისტების პოლიტიკური ჯგუფისა და ევროპის სახალხო პარტიის წევრებთან, ასევე, ევროპარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის საბჭოსთან და ევრონესტის წარმომადგენლებთან.
კობახიძე ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის წევრებს საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმას გააცნობს.
საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში დეპუტატები: თამარ ხულორდავა, ნინო გოგუაძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, ენზელ მკოიანი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, რომან გოცირიძე, გიორგი კანდელაკი, გიორგი მოსიძე და გიორგი ლომია შედიან.