ლიონელ მესიმ და ანტონელა როკუცომ იქორწინეს. „საუკუნის ქორწილად“ შეფასებული ცერემონია ბუენოს-აირესიდან 300 კილომეტრის დაშორებით, ქალაქ როსარიოში გაიმართა. ქორწილში წყვილმა 260 სტუმარი მიიწვია. მათ შორის ფეხბურთის მსოფლიო ვარსკვლავებიც იყვნენ. მიწვევა არ მიუღიათ დიეგო მარადონას და ხოსეპ გვარდიოლას. მესიმ და ანტონელამ ერთმანეთი ბავშვობაში გაიცნეს. 30 წლის მესის და 29 წლის ანტონელას ორი ვაჟი ჰყავთ.