ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა მზადაა რუსეთის ეროვნულ ნაკრებს ჩაუდგეს სათავეში. ამის შესახებ მან მოსკოვში განაცხადა, სადაც მოძრაობა „რუსეთს უყვარს ფეხბურთი“ მიწვევით იმყოფება.
„მზად ვარ თუ არა რუსეთის ნაკრებს ვუხელმძღვანელო? დიახ, მე ამისთვის ჩამოვედი. ძალიან დიდი გეგმები მაქვს. ბევრი სამუშაო მექნება,“-აღნიშნა მარადონამ.
მოსკოვში ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე მარადონამ განაცხადა, რომ პუტინის ფანია.
რუსეთის ეროვნულ ნაკრებს ამჟამად სტანისლავ ჩერჩესოვი ხელმძღვანელობს, რომლის თავკაცობითაც რუსებმა კონფედერაციის თასის ნახევარფინალში გასვლა ვერ შეძლო. ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრა რუსებმა მექსიკასთან 1: 2 წააგეს. მატჩის შემდეგ ჩერჩესოვმა განაცხადა, რომ გუნდიდან წასვლას არ აპირებს.