ვინუს უილიამსმა, 9 ივნისს მომხდარი ტრაგედიის მიუხედავად, დიდი შლემის ტურნირზე გამოსვლა გადაწყვიტა. ამერიკელი ჩოგბურთელი 3 ივლისს პირველ წრეში ელის მარტინესს დაუპირისპირდება. 3 კვირის წინ მისი მანქანა მოხუცი ცოლ-ქმრის, ბარსონების ავტომობილს დაეჯახა. მძიმედ დაშავებული 78 წლის ჯერომ ბარსონი 2 კვირის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა. მისმა ოჯახმა სპორტსმენს სასამართლოში უჩივლა.