ყველაზე გადამწყვეტი ელემენტი ახალი საარჩევნო სისტემის გადადება იყო, ჩემი აზრით, ძალიან ბევრია 7 წლით მოცდა, - ამის შესახებ ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ „რუსთავი 2“-ს განუცხადა.
მისი თქმით, ვენეციის კომისიის ყველა სხვა დანარჩენი რეკომენდაცია თუ შესრულდება, ბევრად კარგი იქნება, მაგრამ თუ არ შესრულდება, არც ეს იქნება ტრაგედია, რადგან, მისივე თქმით, ნაკლებად მნიშვნელოვანია იმაზე, რასაც ვეძებთ - მეტ პლურალიზმს პარლამენტში. მისივე განცხადებიტ, პლურალიზმი ნიშნავს მეტ დემოკრატიას.
როგორც კომისიის პრეზიდენტმა არნიშნა, ვიდრე არ გამოსწორდება გარკვეული საკითხები, ყოველთვის იმედგაცრუებული იქნება.
„მაგრამ იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში გამოსწორდება. მთავრობა დამპირდა და მეც მოვუწოდებ, დაფიქრდნენ, გააანალიზონ და შეეცადონ ისეთი გადაწყვეტილების მოძებნას, რომელიც გახდება საფუძველი კომპრომისისთვის. პროცესის ლეგიტიმურობა ნიშნავს დიალოგსა და კონსენსუსის საფუძველზე ამ პროცესის გაზიარებას.
ყველა პოლიტიკურ ძალას შორის საჭიროა დიალოგი. კარგი კონსტიტუცია უნდა ეფუძნებოდეს ფართო კონსენსუსს. ის არ უნდა იყოს მხოლოდ ერთი პარტიის მიერ მიღებული. კონსტიტუცია მისაღები უნდა იყოს საზოგადოებისთვის და რაც შეიძლება მეტი პარტიისთვის. ყოველთვის გამოჩნდება მოწინააღმდეგე, მაგრამ გჭირდებათ ფართო კონსენსუსი, რომელიც იქნება მყარი საფუძველი დემოკრატიისთვის“, - განაცხადა ჯანი ბუკიკიომ.