“საარჩევნო სისტემა 2024 წელს იცვლება და ამასთან დაკავშირებით ემოციები ბევრს გააჩნია და არა მხოლოდ ჯანი ბუკიკიოს ან თუნდაც, ვენეციის კომისიის ზოგიერთ წევრს”, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის თქმით, საქართველოში ის დრო უნდა მოვიდეს, როცა პოლიტიკური დაპირისპირების ასეთი ხარისხის სიმწვავე არ იქნება.
„საქართველოში ის დრო უნდა მოვიდეს, როცა კოალიციური მართვის სისტემის ჩამოყალიბება შესაძლებელი იქნება და ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური დაპირისპირების ასეთი ხარისხის სიმწვავე არ იქნება, რადგან ეს პოლიტიკური გუნდების მხარდამჭერი საზოგადოების იმავე ხარისხით დაპირისპირებას განაპირობებს. საზოგადოებას კონსენსუსი სჭირდება, თუნდაც, მწვავე პოლიტიკური ოპონირების რეჟიმში ბევრ საკითხთან მიმართებაში. 2020 წლისთვის ამ რეალობას მე და ჩემი ჩემი კოლეგები უფრო ვხედავთ, ვიდრე ჯანი ბუკიკიო და ამაშია განსხვავება. შეიძლება, 2020 წელს ქვეყანა კრიზისის სიტუაციაში ჩავარდეს, მითუმეტეს, ასეთი სურვილი ახალ და ძველ ნაციონალებს გააჩნიათ და ეს რეალობაა, რომელსაც არც მათი განცხადების შინაარსიდან და არც მოქმედებებიდან გამომდინარე იგნორირებას ვერ გავუკეთებთ. ჩვენს ქვეყანას საფრთხეს ვერ შევუქმნით“, - განაცხადა ვოლსკიმ.