საქართველოს კონტროლის პალატას შვედეთის ეროვნული აუდიტორული ოფისის წარმომადგენლებს მასპინძლობს.
როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" კონტროლის პალატიდან აცნობეს, აღნიშნული შეხვედრა რიგით მეორეა და ხორციელდება პროექტის - ‘'ინსტიტუციური განვითარების თანამშრომლობა საქართველოს კონტროლის პალატასა და შვედეთის ეროვნულ აუდიტორულ ოფისს შორის'' ფარგლებში და ფინანსური აუდიტის ანგარიშგების ეტაპს ეხება.
სტუმრები შვედეთის ეროვნული აუდიტორული ოფისიდან საქართველოში 2 ივლისამდე დარჩებიან.