უდოს კომისის გადაწყვეტილებით სასამართლო 177 მსჯავრდებულიდან მხოლოდ 13 მსჯავრდებულის საქმეს განიხილავს. შესაბამისი განცხადებები უდოს კომისის სხდომის დასრულების შემდეგ კომისის წევრებმა გააკეთეს. აღნიშნული 13 მსჯავრდებულიდან 2 ქალია. ამასთან, მდედრობითი სქესის ერთ წარმომადგენელს შეეცვალა სასჯელის ფორმა და იგი საპატიმროს ნაცვლად სასჯელს საზოგადოებისთვის შრომაში მოიხდის.
კომისის ერთერთი წევრის, ეკა ხერხეულიძის განცხადებით, რეკომენდაცია მიეცათ ისეთ პატიმრებს, რომლებიც ინანიებენ დანაშაულს და მათი სასჯელი შედარებით უფრო მსუბუქია.
აღნიშნული 13 პატიმრის საქმეს ერთი კვირის ვადაში განიხილავს და სწორედ ამ დროში გახდება ცნობილი საბოლოო შედეგი, თუ რამდენი მსჯავრდებულის გათავისუფლება მოხდება ვადაზე ადრე.