საფრანგეთის პრეზიდენტმა თავდაცვის მინისტრის მოთხოვნა დააკმაყოფილა. ამის შესახებ ელისეს სასახლე იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, სილვია გულარმა პრეზიდენტსა და პრემიერს გადადგომის მოთხოვნით დღეს დილით მიმართა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა მთავრობის ახალ შემადგენლობაში მუშაობა არ ისურვა.