ტურისტული ინფრასტრუქტურის რეიტინგში საქართველო 70-ე ადგილზეა, რეიტინგი მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა გამოაქვეყნა და მასში სულ 136 ქვეყანაა შესული.
რეიტინგი ქვეყნებში არსებულ ტურისტული სერვისების ხელმისაწვდომობასა და ხარისხს განსაზღვრავს, მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის ექსპერტები რეიტინგის შედგენისას ამ მდეგენელბთან ერთად საცხოვრებლის ხარისხა და ავტომობილების გაქირავების მაჩვენებელს ითვალისიწნებენ.
რეიტინგს ავსტრია ლიდერობს, მეორე ადგილზე მოხვდა ესპანეთი, მესამეზე კი – აშშ. ათეულში შედინ პორტუგალია, ხორვატია, შვეიცარია, ბრიტანეთი, ავსტრალია, გერმანიადა კანადა.
ბოლო ადგილზე ბურუნდი მოხვდა, რაც შეეხება რუსეთს, ის 55-ე ადგილზეა, უკრაინა – 71-ე, სომხეთი 74-ე, აზერბაიჯანი – 89-ე, თურქეთი 42, ყაზახეთი – 97-ე.