დღეს, 28 ივნისს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერში, 2010 წლის 7 მაისს მომხდარი ინციდენტის გამო დაკავებული "სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის" წარმომადგენლების სასამართლო პროცესი გაიმართება. დღევანდელ პროცესზე მოწმეთა დაკითხვა დაიწყება.
სასამართლო პროცესის პარალელურად, საპროტესტო აქცია დაგეგმილი არ არის და სასამართლო პროცესის მსვლელობას დააკვირდებიან.
პირველ სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ მოსარჩელე მხარის არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, რომელიც დაკავებულთა შუამდგომლობით გათავისუფლებას ეხებოდა.
შეგასხენებთ, რომ ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერში ირაკლი დეისაძის წიგნის "საიდუმლო სირობის" განხილვას ინციდენტი მოჰყვა, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მომხდარის შემდეგ რვა ახალგაზრდა ხულიგნობის ბრლადებით დააკავეს. სასამართლომ შოთა აფხაიძეს, რატი მაისურაძეს, ლევან ჩიჩუას, გიორგი გაბედავას, ავთანდილ ზუმბაძეს, ზვიად ბლიაძეს, დავით შალამბერიძესა და გიორგი გვიჩიანს წინასწარი 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა.