გერმანიის საფეხბურთო ნაკრებმა სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში გამანადგურებელი ანგარიშით 4:1 დაამარცხა ინგლისის ნაკრები და მეოთხედფინალში გავიდა.
მატჩის პირველი ტაიმის მე-20 წუთზე ანგარიში კლოზემ გახსნა. 32-ე წუთზე პოდოლსკიმ გერმანელიები მეორე გოლით დააწინაურა, რასაც 37-ე წუთზე ინგლისელების (აპსონი) საპასუხო გოლი მოჰყვა.
მეორე ტაიმის 67-ე წუთზე ანგარიში 3:1-მდე გაზარდა მიულერმა. მანვე სამი წუთის შემდეგ ინგლისელთა კარში მეოთხე გოლი გაიტანა.
ინგლისის ნაკრები მსოფლიო ჩემიონატს გამოეთხოვა.