თბილისი სისტემატურ პროვოკაციებს აგრძელებს, რომელიც ძირს უთხრის რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების პროცესს, - ასე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს შსს-ს მიერ მოსკოვის ყოფილი მერის შავ სიაში შეყვანას.
როგორც განცხადებაში უწყება აღნიშნავს, ეს თბილისის მორიგი პროვოკაციაა. ამასთან, უწყება დასძენს, რომ უჭირს ოფიციალური თბილისის ქმედებას რაციონალური ახსნა მოუძებნოს იმიტომ, რომ "ქართულ-რუსული ურთიერთობების ნორმალიზებას საგრძნობი მოგება მოაქვს ეკონომიკისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის".
"ყურადღება მივაქციეთ საქართველოს ხელისუფლების განცხადებას, მოსკოვის ყოფილი მერის იური ლუჟკოვის "არასასურველი პირების“ სიაში შეყვანის შესახებ, რომელიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ყოფნის გამო შეიყვანეს. როგორც ვხედავთ, ოფიციალური თბილისი სისტემატურ პროვოკაციებს აგრძელებს, რომელიც ძირს უთხრის რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების პროცესს", - წერია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში.
განცხადებაში, რუსეთის საგარეო უწყება განცხადებაში საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდებს შეაფასონ საქართველოში მოგზაურობის რისკები, ვინაიდან "დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის გამო, რომელიც ქართულმა მხარემ გაწყვიტა, თბილისში მდებარე შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესების სექციას, საკუთარი მოქალაქეების დასაცავად, შეზღუდული შესაძლებლობები აქვს".