ექსპერტ ნიკა ჩიტაძის შეფასებით, ბელორუსიის მიმართ რუსეთის გაღიზიანება გამოიწვია იმან, რომ მინსკი აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებაზე უარს აცხადებს.
"ასევე იგრძნობა ევროკავშირის გავლენაც, რადგან ბელორუსი ჩართულია აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში, აქედან გამომდინარე, მათი არ სურთ ევროკავშირთან ურთიერთობა გააფუჭონ. მით უმეტეს, რომ ევროპასთან იზოლაციის შემდეგ მინსკს დასავლეთთან ურთიერთობის დამყარებისა და ალტერნატიული მოკავშირის პოვნის შანსი მიეცა", - აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან"
საუბარში ნიკა ჩიტაძემ.
მისივე შეფასებით, არ არის გამორიცხული, რომ ვალის გადახდის შემდეგაც კი კრემლმა ოფიციალურ მინსკს გაზის გადასახადი გაუძვიროს, ასევე მოსკოვი ეცდება ევროპაში ტრანზიტისთვის ბელორუსია ნაკლებად გამოიყენოს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა ბელორუსიას გაზის მიწოდება დღეს, დილის 10:00 საათზე 60% შეუმცირა. ვალის გადაუხდელობის გამო მინსკს "გაზპრომა" თავდაპირველად გაზის მიწოდება 30% შეუმცირა, რასაც ბელორუსიის პრეზიდენტის მხრიდან გამოხმაურება მოჰყვა და მან ევროპაში გაზის ტრანზიტი გადაკეტა.
მილერის განცხადებით, კი მიუხედავად ლუკაშენკოს გადაწყვეტილებისა ევროპას რუსული გაზის მიწოდებაზე პრობლემა არ შეექმნება და ალტერნატიულ გზად უკრაინას გამოიყენებს.