ოსი სეპარატისტები ქართულ მხარეს ოსი ეროვნების ადამიანის გატაცებაში ადანაშაულებენ. ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, "საქართველოს მხრიდან სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შემოპარულმა დამნაშავეობრივმა ჯგუფმა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან ერთი მწყემსი და 50 სული საქონელი მოიტაცა".
ე.წ. სამხრეთ ოსეთის შს სამინისტროს ინფორმაციით, გატაცებულია მწყემსი, ცხინვალის ხანდაზმული მაცხოვრებელი გვარად ტუაევი.
"თვითმხილველთა თქმით, ტუაევი თავის ნახირს საქართველოს საზღვართან ახლოს მწყემსავდა, მაშინ როდესაც მას ექვსი შეიარაღევული სამხედროფორმიანი თავს დაესხა და საქართველოს მხარეს წაიყვანა",_ იუწყება ე.წ. სამხრეთ ოსეთის შს.
ოს სეპარატისტთა ლიდერის ედუადრ კოკოითის, ე.წ. რწმუნებული პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში ბორის ჩოჩიევი აცხადებს, რომ გატაცების შესახებ, ევროკავშირის მისის დამკვირვებლებს და საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების წარმომდგენლებ,ს უკვე აცნობა.
"ინფორმაცია გატაცების შესახებ ევროკავშირის მისიის დამკვირვებლებს და საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს მივაწოდეთ. იმედს ვიტოვებთ, რომ როგორც დამკვირვებლები, ისე ქართული მხარე ამ ფაქტზე ოპერატიულ რეაგირებას მოახდენს და გატაცებული საკუთარ სახლს მალე დაუბრუნდება",_ აცხადებს ბორის ჩოჩიევი.